2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:ჩვენი სკოლის მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესი დაბალია.გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი,რომელიც განსხვავებული კუთხით დაანახებდა ამ საგანს,ინტერესს აღუძრავდა და დამეხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებაში.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები დაინახავენ რამდენად საინტერესოა მათემატიკის წარმოშობის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე,რამდენად გამოყენებადია და კავშირშია მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან.
4.პროექტის მიზნები:ცოდნისა და ინტერესის გაღრმავება მათემატიკაში.მოსწავლეებს განუვითარდეთ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი,თანამშრომლობის,შემოქმედებითობის უნარი.საინტერესო და საჭირო მასალების მოძიების,დალაგების,დახარისხების უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი,შეიტანონ მრავალფეროვნება მათემატიკური ცოდნის შეძენის პროცესში.
5.მონაწილეთა ასაკი:15-16წ.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ მათემატიკის წარმოშობის ისტორიულ ფაქტებს და შექმნიან სლაიდ შოუს პრეზენტაციისთვის.ამოხსნიან სახალისო ამოცანებს.მოამზადებენ კედლის გაზეთს.ჩაატარებენ მათემატიკურ ღონისძიებას.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კვლევა-ძიება ინტერნეტში,წიგნებში მათემატიკის წარმოშობის ისტორიაზე,მეცნიერებზე.დისკუსია მოძიებულ მასალაზე.გასართობი და სახალისო ამოცანების ამოხსნა,კედლის გაზეთის გამოშვება,სახელწოდებით,,სახალისო და გასართობი მათემატიკა".ღონისძიება-მათემატიკური საღამო.საუკეთესო ნორჩი მათემატიკოსების გამოვლენა და სიგელებით დაჯილდოვება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: .მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემებზე მსჯელობა და გადაწყვეტა.
.მოსწავლე იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (წიგნი,ინტერნეტი).
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ნინო ზურაბიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:ninozurabishvili70@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ninozurabishvili8.blogspot.com.
No comments:
Post a Comment